Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კობა გვენეტაძე: დეპოზიტების დაზღვევის სისტემას მკაცრად განსაზღვრული წესები უნდა ჰქონდეს

5720e5724da63
BM.GE
27.04.16 20:13
995
დეპოზიტების დაზღვევის სისტემას მკაცრად განსაზღვრული წესები უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით აღნიშნული კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსების რაოდენობას გაზრდის.
 
"დეპოზიტების დაზღვევის სისიტემა ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს და როგორც წესი არის დამხმარე რომ უფრო მეტი იმედიანობა მისცეს მოსახლეობას, რომ განათავსონ დეპოზიტები კომერციულ ბანკებში. ეს არის ბიძგი რომ დეპოზიტების რაოდენობა საბანკო სეტორში გაიზარდოს.

კანონმდებლობაზე მუშაობა მიმდინარებს, ჯერ არ არის პროექტი გაწერილი, ამაზე მთავრობა მუშაობს და ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ.

მე ვფიქრობ, რომ დეპოზიტების დაზღვევა შეიძლება არსებობდეს და კარგი იქნება თუ იარსბებს, მაგრამ მნიშვნელოვანი რომ ისეთი სისტემა შეიქმნას რომელიც იქნება მკაცრად განსაზღვრული და ექნება წესები რათა ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გაურკვევლობა არ მოხდეს", - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება 2018 წლიდან იგეგმება.