Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის საბჭოში დედოლარიზაციის მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს

56c3214607dd0
BM.GE
16.02.16 17:14
1126
პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, კობა გვენეტაძეს უსმენენ. გვენეტაძემ თავის გამოსვლაში, აქცენტი გააკეთა ქვეყანაში, დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაზე. გვენეტაძის განცხადებით, საქართველო გარე შოკებისგან დაცული არ არის და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდეს.
 
"ეროვნული ბანკი ესაა ბანკთა ბანკი, ეს არის საქართველოს მთავრობის ფისკალური აგენტი. საქრათველოში ეროვნული ბანკის მონეტარული რეჟიმი არის ინფლაციის თარგეტირება და ბევრმა კვლევამ აჩვენა რომ ამ რეჟიმის შენარჩუნებისათვის აუცილებელია რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებლი თავის მოქმედებაში.

ამავე დროს, რადგანაც ეროვნული ბანკის მთავარი მოვალეობაა სტაბილურობა და ფასების შენარჩუნება ძალიან დიდი მნიშვენლოვბა ენიჭება კომუნიკაციას იმ ზომებთან დაკავშირებით, რასაც ცენტარალი ბანკი აკეთებს. მე ვფიქროვ რომ დღესდღეობით ეს პრაქტიკა არსებობს საქართველოში.

ეროვნული ბანკის საბჭოში უნდა გაგრძელდეს მუშაობა დედოლარიზაციის, ანუ ეკონომიკის ლარიზაციის მიმართულებით. საქართველო არის, პატარა ღია ეკონომიკა და იგი არ არის დაცული და არც შეიძლება იყოს დაცული გლობალური ეკონომიკური მოვლენებისგან. მცოცავი კურსი არის ის მექანიზმი, რომლითაც შესაძლოა მოხდეს შთანთქმა, ამ შოკების. როდესაც მოხდება ლარიზაციის პროცენტის აწევა და დოლარიზაციის შემცირება, ეს ნიშნავს რომ მტკივნეული საკითხები მეტად უმტკივნეულოდ გადასატანი იქნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.