Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Tegeta Truck & Bus-მა საქართველოში MAN-ის ახალი თაობის სატვირთოები წარადგინა

BM.GE
24.10.22 12:31
99
Tegeta Truck & Bus-მა თბილისში MAN-ის უახლესი თაობის სატვირთოები წარადგინა. სრულიად ახალი სტანდარტის სატვირთო ავტომობილების პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეში გაიმართა. მომხმარებელსა და პარტნიორებს MAN TGS და MAN TGX მოდელები წარუდგინეს, რომელიც გერმანული მწარმოებლის ამბიციური პროექტის ფარგლებში შეიქმნადა მასზე MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა. 

MAN-ის აღნიშნულ მოდელებზე 2 100 თანამშრომელი 12 მლნ სთ-ის განმავლობაში მუშაობდა, აქედან დიზაინზე მუშაობას 167ათასი სამუშაო სთ დაეთმო, პროგრამული უზრუნველყოფისთვის კი 2 800 000 კოდი დაიწერა. 

ახალი თაობის სატვირთოებში ხელმისაწვდომია 8 სხვადასხვა ზომის კაბინა. კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ზუსტად ისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიც მომხმარებელ კომპანიას სურს, მის ჩამოყვანას კი საქართველოში კომპანია Tegeta Truck & Bus უზრუნველყოფს, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს. 

სტუმარი: ბექა ბერიძე - Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი;