30.Dec.2015 15:17
Financial Sector

კომერციულ ბანკებში დეპოზიტებისა და სესხების მოცულობა გაიზარდა

კომერციულ ბანკებში დეპოზიტებისა და სესხების მოცულობა გაიზარდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი დეკემბრისათვის 14.1 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 198.8 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა 1.2 პროცენტით გაიზარდა).
 
ეროვნული ბანკის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 131.1 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 67.6 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ 1.0 პროცენტი შეადგინა).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 31.01 პროცენტი შეადგინა - პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით 0.13 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.06 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.4 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.7 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2015 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 17.8 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და 2015 წლის პირველი დეკემბრისათვის 15.8 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 71.4 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.2 მლნ ლარით (0.9 პროცენტით) გაიზარდა.



24.Apr.2019 18:51
55

Finance Minister: No Need to Review New Bank Regulations

More
23.Apr.2019 19:01
61

Pension Agency Director: 2 900 Individuals on Labour Market have Left Pension System

More
23.Apr.2019 19:00
89

Finance Minister Talks Bank Regulations and Pension Reform in Parliament

More
18.Apr.2019 10:54
114

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 22:15
154

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More
17.Apr.2019 15:29
308

Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable

More