Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

56a2023223bc2
BM.GE
22.01.16 14:17
1132
კომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, Majid Al Futtaim-ი საქართველოში სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობით დაინტერესდა. დეტალებს კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობასთან საქართველოში სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს.
 
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია VimpelCom-ის აღმასრულებელ დირექტორს იან ივეს შალიერს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.