12.Jan.2016 17:26
World

კომპანია Mercedes-Benz-მა დეტროიტის ავტოშოუზე, ახალი E-Class წარმოადგინა

კომპანია Mercedes-Benz-მა დეტროიტის ავტოშოუზე, ახალი E-Class წარმოადგინა
კომპანია Mercedes-Benz -მა დეტროიტის ავტოშოუზე, რომელიც დღეს გაიხსნა, ახალი E-Class წარმოადგინა.
 
ავტომობილს, რომელსაც კომპანიის სამოდელო გამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია, როგორც გაყიდვების, ასევე შემოსავლების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი აკისრია - ღირსეული კონკურენცია გაუწიოს უშუალო მეტოქეებს - Audi A6-ს და BMW 5 Series-ს, რომლებთანაც გაყიდვების კუთხით ბოლო რამდენიმე წელია პოზიციებს თმობს.

ამისთვის სამქიმიანებმა ახალი „ე კლასი“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვეს. ავტომობილი გამოირჩევა ისეთი ფუნქციებით, რომლებიც საფლაგმანო S-class-საც კი არ გააჩნია.

დასავლური მედიის ცნობით, ახალი თაობის E-Class პრაქტიკულად ნახევრად ავტონომიურია და ამ მხრივ „შტუტგარტელებმა“ დიდი ნაბიჯი გადაგეს წინ. გარდა ამისა, გამორჩეულია მისი აეროდინამიკურობის კოეფიციენტიც ამ კლასში, რომელიც 0,23-ს უდრის.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, სიახლე წინა მოდელთან შედარებით, გაბარიტებში ოდნავ გაზრდილია, ხოლო გარეგნულად უფრო S class-ს ჰგავს, ვიდრე C class-ს.

ავტომობილის გაყიდვები ევროპაში გაზაფხულზე დაიწყება, რის შემდეგაც, მისი სხვადასხვა ვერსიები გამოვა. მათ შორის უნივერსალი, კუპე და კაბრიოლეტი. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 40 ათასი ევროდან დაიწყება.



16.Apr.2019 22:40
112

Over €700 Million has been Gathered to Rebuild Notre Dame Cathedral

More
15.Apr.2019 19:07
68

World's largest plane takes off for the first time

More
15.Apr.2019 19:01
64

The IMF stands by to help Venezuela once it's decided who's in charge

More
14.Apr.2019 17:01
87

Facebook, WhatsApp, Instagram down for users globally

More
11.Apr.2019 01:02
113

Airbnb will not remove listings from Abkhazia and South Ossetia

More
08.Apr.2019 17:39
100

Educators from across Europe recognized at Microsoft Education Exchange Awards 2019

More