Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია Samsung-მა S7 და S7 Edge მოდელები ოფიციალურად წარადგინა

56caa8e73fcd8
BM.GE
22.02.16 10:05
1199
კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა S7 და S7 Edge. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი გაჯეტი გარეგნულად ძალიან ჰგავს წინა სერიის სმარტფონებს რაც მწარმოებელს გაყიდვებისას პრობლემებს შეუქმნის. სამხრეთ კორეული კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა წარმოების ფლაგმანი Galaxy S7, რომლის ვერსიაც Galaxy S7 Edge ორმხრივი ეკრანით არის აღჭურვილი. Reuters-ის ინფორმაციით, პრეზენტაცია საერთაშორისო გამოფენაზე Mobile World Congress-ზე შედგა. Galaxy S7 5,1 დიუმიანი ეკრანით და Galaxy S7 Edge 5,5 დიუმიანი ეკრანით, რომელიც აღჭურვილია ორმხრივი ეკრანით ერთმანეთს ძალიან ჰგავს და დიდი მსგავსებაა წინამორბედებთანაც. მოწყობილობის ნაწილი Exynos-ის პროცესორზე კომპანია Qualcomm Inc-ის Snapdragon 820-ზე იმუშავებს. BBC აღნიშნავს, რომ S7 და S7 Edge MicroSD-სთვის გაჩნდა, ასევე დაუბრუნდა წყალში დამცავი ფუნქცია. ამას გარდა, ორივე ახალ გაჯეტს აქვს სათამაშო ტექნოლოგია და უკანა კამერა, რომელიც განათების პრობლემებს უკეთ უნდა გაუმკლავდეს. ექსპერტები, რომლებიც გამოცემამ გამოკითხა, აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა, მსგავსება წინა სერიების სმარტფონებთან, შესაძლოა კომპანიისთვის გამოწვევა იყოს.