Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომპანია Yahoo! შვიდი ონლაინ-პორტალის დახურვას გეგმავს

56c718691fab7
BM.GE
19.02.16 17:23
1185
კომპანია Yahoo! 7 ონლაინ-პორტალის დახურვას გეგმავს, მათ შორის საკვებთან დაკავშირებული ვებ-გვერდის, მოგზაურობაზე, ბავშვების აღზრდაზე და ჯანმრთელობის თემატური ვებ-გვერდებისას. გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, თანამშრომელთა ნაწილი სამსახურიდან გათვისუფლდება - წერს The Wall Street Journal-ი.

კომპანია კალიფორნიის შტატის, ბერბანკის ოფისის დახურვასაც გეგმავს, პერსოალი კი უახლოეს ოფისში, იმავე შტატში გადაინაცვლებს. კომპანიამ რამდენიმე პორტალი 2014 წლის დასაწყისში გაუშვა, იმ მიზნით, რომ რეკლამის დამკვეთების მოზიდვა შეძლებდა. ადრე Yahoo!-მ განაცხადა რომ ახალი სტრატეგიის ეფექტურობის გაზრდისთვის და შემოსავლების მატებისთვის, პერსონალის 15%-ით შემცირება იგეგმებოდა.