Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კომუნიკაციების კომისიამ "ტელეკომპანია მაესტროს" გავრცელების არეალი გაუფართოვა

56e82787183af
BM.GE
15.03.16 19:16
1181
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება კომპანიის განცხადების საფუძველზე განხორციელდა.
 
შპს "ტელეკომპანია მაესტრო" ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელით (თბილისის მულტიპლექსი) გავრცელების უფლებას ფლობდა. კომპანიამ დამატებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით ( შპს "სტერეო+"-ის მულტიპლექსი) გავრცელების უფლება მოითხოვა, რაც კომისიამ დააკმაყოფილა.

კომპანიას განემარტა, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი, მაუწყებლობის დაწყებამდე ათი დღით ადრე ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ყოველკვირეულად გამოქვეყნოს და კომისიას წარმოუდგინოს სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამების განრიგი. ასევე, შპს "ტელეკომპანია მაესტროს" ეთხოვა, დამატებით, წარმოადგინოს კომპანიის ის ბრენდული სახელწოდება, რომლითაც გეგმავს მაუწყებლობას შპს "სტუდია მაესტროსთან" ბრენდულ სახელწოდებისა და ლოგოსთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის დასრულებამდე.