Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აჭარაში ჯავშნები მასიურად უქმდება - როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი შავ ზღვაზე?

BM.GE
26.06.23 11:57
78
კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების თემა აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად სპეციალისტების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ საქართველოს ამ ეტაპზე რისკ ზონაში არ არის, მოსახლეობის ნაწილში პანიკა გრძელდება. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯავშნები აჭარის მიმართულებით მასიურად უქმდება. 

ეჭვები გაამძაფრა გასული კვირის ბოლოს გონიოში გამორიყულმა მკვდარმა დელფინმაც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ათეულობით მსგავსი ფაქტი ზაფხულის სეზონზე ყოველწლიურად ხდება, გამომწვევი მიზეზი კი სხვადასხვაა. გარემოს ეროვნული სააგენტო და აჭარის მთავრობა მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. კვლევები მარილიანობის ჩათვლით ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრებზე ტარდება. როგორ მიმდინარეობს რეგიონში სეზონი? 


სტუმარი: ვახტანგ ქართველიშვილი - „თრეველ ჯორჯია ვან“ ბიზნეს დეველოპერი;