Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კორეაში, უმსხვილესი სავაჭრო ქსელში პირველად განთავსდა ქართული მინერალური წყლები, "ბორჯომი" და "ნაბეღლავი"

58637df4eb5e9
BM.GE
28.12.16 12:53
2120
კორეაში, კერძოდ, უმსხვილესი სავაჭრო ქსელის, Hyundai Department Store-ის პანგიოს ფილიალში სარეალიზაციოდ პირველად განთავსდა ქართული მინერალური წყლები, "ბორჯომი“ და "ნაბეღლავი“.

აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელი გახდა საელჩოს მიერ ქართული მინერალური წყლების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული არაერთი ღონისძიებისა და "ბორჯომისა“ და "ნაბეღლავის“ იმპორტიორი კომპანიების, ANK Service Co-სა და Premier Water International-ის მიერ გამართული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად.

ANK Service Co-სა და Premier Water International-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ქართული მინერალური წყლები სარეალიზაციოდ უახლოეს პერიოდში განთავსდება Hyundai Department Store-ის სხვა ფილიალებში. ამასთან, ქართული მინერალური წყლების კორეაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სავაჭრო ქსელებთანაც.