17.Dec.2015 14:58
Economy

კორეის ელჩი: საქართველოს ეკონომიკა სწრაფად მზარდი და მდგრადია

კორეის ელჩი: საქართველოს ეკონომიკა სწრაფად მზარდი და მდგრადია
თბილისში სამხრეთ კორეის საელჩო გაიხსნა. როგორც გახსნის ცერემონიალზე მოწვეულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი უკვე არსებობს.
 
კორეის ელჩი კიმ ჩან გიუ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად მზარდია, თუმცა ის ხელისფლებას უცხოეთის ბაზრების ათვისებისთვის მეტ მუშაობას ურჩევს.

„მინდა აღვნიშნო რომ თქვენი ეკონომიკა სწრაფად მზარდი და მდგრადია . საქართველოს დემოკრატიიდან და ღია ბაზრიდან გამომდინარე მე დარმწუნებული ვარ რომ თქვენი ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს და კიდევ უფრო მდგრადი იქნება ვიდრე ეხლა არის. იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს განვითარებადი ქვეყანაა, ხელისუფლებას ვურჩევდი აქტიურად იმუშაოს ქვეყანის დემოკრატიული პრინციპებით განვითარებაზე და რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახადოს ქართული ბაზარი უცხოეთისთვის. ამასთანავე მიმაჩნია რომ დრევანდელი მმართველობის სისტემა უკვე მოსაწონი და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისა და ტურისტებისთვის. ზოგადად უცხოელი ინვესტიციების როლი ძალიან დიდია თქვენს ეკონომიკურ განვითარებაში და საქართველო სწორ გზაზე დგას ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ელჩმა.

სამხრეთ კორეის ელჩმა ბიზნესკონტაქტთან საუბარში აღნიშნა რომ ჩვენი ქვეყნით უკვე დაინტერესებულია არაერთი მსხვილი ინვესტორი , მათ შორის კორეელი ინვესტორებიც. ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა უცხოურ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„გამოვყოფდი 3 ძირითად სექტორს, რომელიც ინვესტიციების თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანია თქვენს ქვეყანაში: პირველი ესაა ტურიზმი, ასევე უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო სფერო, რადგან საქართველო ძალიან სტრატეგიული ლოკაციაა ამ თვალსაზრისით. გამოვყოფდი ენერგეტიკასაც, კერძოდ კი ჰიდროენეგეტიკას . თქვენი ქვეყანა ძალიან აქტიურია სხვადასხვა დასავლეთის ქვეყნებთან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართლებით. როგორც იცით ასევე დასკვნით ფაზაშია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან. უნდა აღვნიშნო რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს მსხგავსი შეთანხმების კორეასთან გაფორმების და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ძალიან მალე მოხდება.

ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გააცნობიერა რომ საქართველო წარმოადგენს ტრანსპორტირების ძირითად ჰაბს და რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს აბრეშუმის გზის განხორციელებაში. მე მოხარული ვარ რომ თქვენი ხელისუფლება ძალებს არ იშურებს იმისათვის რომ ეს პროექტი განხორციელდეს და ზოგადად, უცხოელებმა დაინახონ რომ საქართველო ძალიან ბევრი მიმართლებით გამორჩეული ქვეყანაა“, - აცხადებს ელჩი.
ავტორი: ელენე ჩომახიძე



22.May.2019 23:49
41

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
54

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
89

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
124

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
111

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
102

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More