Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კურორტ ბეშუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება

56de6b4aa6bda
BM.GE
08.03.16 10:02
1153
აჭარაში კურორტ ბეშუმის რეაბილიტაცია იწყება. როგორც კურორტის ხელძღვანელი, ვაჟა ზოიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ადგილზე წყლის სისტემის, კანალიზაციის, გზისა და გარე განათებების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გზის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი უკვე გამოცხადდა. ზოიძის განცხადებით სამუშაოები სავარაუდოდ თვის ბოლოს დაიწყება, მას შემდეგ, რაც კურორტზე თოვლის საფარი დადნება.
 
როგორც ვაჟა ზოიძე აცხადებს, კურორტზე დამსვენებლები ყოველწლიურად ჩადიან, თუმცა გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, მათი რაოდენობა ბევრი არ არის. მისი თქმით, მიმდინარე წელს ხულოდან ადიგენის მიმართულებით გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც კურორტზე მოხვედრას უფრო კომფორტულს გახდის.

კურორტზე ამ ეტაპზე კოტეჯის ტიპის დასასვენებელი სახლებია განთავსებული, 1 ღამის გათენება კოტეჯებში დაახლოებით 20-დან 50- ლარამდე ჯდება. ბეშუმი სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.