Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კვლევის მიხედვით, საკუთარ სიბერეზე ზრუნვისთვის თანხის ბანკში შენახვას გამოკითხულთა 14% აპირებს

571a0af4a23d7
BM.GE
22.04.16 15:26
1629
თიბისი ბანკის ინიციატივით, ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა 2016 წელს, პირველად ჩატარდა საქართველოში და ის კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
 
კვლევაში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი).

გამოკითხულთა უმეტესობა, დაახლოებით 28%, პენსიაში გასვლის შემდეგ აპირებს მუშაობას, 20% აპირებს ინვესტიციის განხორციელებას რომელიც უზრუნველყოფს მათ შემოსავალს, 16% დამოკიდებულია ან აპირებს დამოკიდებული იყოს ფიქსირებულ სახელწიფო პენსიაზე და მხოლოდ 14% ზოგავს ან აპირებს დაზოგოს თანხა ბანკში.
(რესპოდენტთა 23%-პროცენტი მოხვდა „სხვა“ კატეგორიაში)

ჯვარედინ მონაცემებზე დაყრდნობით, რესპოდენტების მიერ საკუთარ სიბერეზე ზრუნვა განსხვავედება საკონტროლო ცვლადების მიხედვით. 18-33 წლის ასაკობრივ ჯგუფში უმეტესობამ, 28%-მა, არ იცის თუ როგორ იზრუნოს სიბერეზე, 23% ფიქრობს რომ პენსიაში გასვლის შემდეგ იმუშავებს, 22% ფიქრობს რომ განახორციელებს ისეთ ინვესტიციას, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში შემოსავლებს და დაახლოებით 17% ზოგავს ან აპირებს ფინანსური სახსრების ბანკში დაზოგვას. 34-49 ასაკობრივი კატეგორია მცირედით განსხვავდება წინა კატეგორიისაგან. მათი უმეტესობა დაახლოებით 27% ფიქრობს რომ პენსიაში გასვლის შემდეგ იმუშავებს, 19% ფიქრობს რომ ინვესტიციას განახორციელებს და 9% ფიქრობს რომ ბანკში დაზოგავს ფინანსურ სახსრებს. რაც შეეხება 50-65 ასაკობრივ კატეგორიას, მათი უმეტესობა (28%) ფიქრობს რომ დამოკიდებული იქნება ფიქსირებულ პენსიაზე, 26% ფიქრობს რომ პენსიაში გასვლისას იმუშავებს, 19% ფიქრობს რომ დამოკიდებული იქნება ნათესავებზე და მხოლოდ 6% ზოგავს ან დაზოგავს ფულს ბანკში.

რესპოდენტების სქესის მიხედვით დაყოფამ აჩვენა, რომ ქალებისა და კაცების 25% პენსიაში გასვლის შემდეგ აპირებს მუშაობის გაგრძელებას საკუთარი სიბერის უზრუნველსაყოფად. კაცების 21%-მა და ქალების 19%-მა არ იცის თუ როგორ იზრუნებს საკუთარ სიბერეზე. ამავდროულად ქალების 18% ფიქრობს რომ დამოკიდებული იქნება ფიქსირებულ სამთავრობო პენსიაზე, მაშინ როცა კაცებისთვის შესაბამისი მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

განათლების დონის განაწილების მიხედვით დაწყებითი განათლების მქონე რესპოდენტთა 33%- ზოგავს, 33% აპირებს პენსიაში გასვლის შემდეგ მუშაობას და დანარჩენმა არ იცის თუ როგორ უზრუნველყოფს საკუთარ სიბერეს.

პროფესიული განათლების მქონეთა 29%, საშუალო განათების მქონეთა 27%, უმაღლესი განათლების წარმომადგენელთა 24% და განათლების სტატუსის დაუსახელებელ რესპოდენტთა 29% ფიქრობს რომ პენსიაში გასვლის შემდეგ იმუშავებს. უმაღლესი განათლების სტატუსის მქონეთა 20% ფიქრობს რომ განახორციელებს ინვესტიციებს და ასევე მათმა 20%-მა არ იცის თუ როგორ უზრუნველყოფს საკუთარ სიბერეს მომავალში. ფორმალური განათლების გარეშე რესპოდენტების მიხედვით 100% ზოგავს ან აპირებს დაზოგოს ფინანსური სახსრები ბანკში.

დასაქმების სტატუსის მიხედვით, რესპოდენტები რომლებიც ფლობენ საკუთარ ბიზნესს მათი 30% ფიქრობს რომ განახორციელებს ინვესტიციას რომელიც უზრუნველყოფს მომავალ შემოსავლებს, დაქირავებული მუშაკების 30% ფიქრობს რომ პენსიაში გასვლის შემდეგ იმუშავებენ, თვითდასაქმებულების 22% ფიქრობს იმავეს რასაც დაქირავებული მუშაკები და უმუშევრების 20% ფიქრობს რომ იქნება პენსიაზე დამოკიდებული და 20% პენსიაში გასვლის შემდეგ მუშაობას გეგმავს.

შემოსავლების მონაცემების მიხედვით, რესპოდენტები რომელთა შემოსავალი მიეკუთვნება 0-500 ინტერვალს მათი 27% აპირებს დამოკიდებული იყოს სახელწიფოს ფიქსირებულ პენსიაზე. ასევე ოჯახის საშუალო შემოსავლის ზრდასთან ერთად აღნიშნულ იმონაცემი კლებულობს და იმ რესპოდენტისათვის რომლის ოჯახის საშუალო შემოსავალი აღემატება 3000 ლარს მათი 6% ფიქრობს რომ დამოკიდებულ იქნება პენსიაზე.