Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლანჩხუთში ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება

56ea9fa9732c8
BM.GE
17.03.16 16:12
1488
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება, რისთვისაც 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება - ეს გადაწყვეტილება საქართველო მთავრობის 17 მარტის სხდომაზე მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს "ე.ჯ.სი. ჯორჯიანს“ 329,74 ჰა მიწის ნაკვეთები სარგებლობის უფლებით 25 წლის ვადით გადასცა.
 
კომპანია გეგმავს მაღალტექნოლოგიური, ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენებას, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებითა და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით აწარმოებს ე.წ. ხის „გრანულებს.“ კომპანიის განცხადებით, ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ფართოდ გამოიყენება ევროპის ისეთი ქვეყნების ენერგომომარაგების სისტემაში, როგორებიცაა გერმანია, იტალია, ჰოლანდია, დანია,შვედეთი, ნორვეგია და ა.შ.

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 42 ადამიანი.

შპს "ე.ჯ.სი. ჯორჯიანი" უკვე მეორე წელია დაკავებულია საქართველოში ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელების შესაძლებლობების შესწავლით. კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა გრუნტის ანალიზები, შეისწავლა კლიმატური პირობები, მიწის ბაზარი და შრომითი რესურსები.

ინვესტორები სამომავლოდ პროექტის გაფართოებას და ჯამში 100-120 მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავენ, რის ფარგლებშიც განხორციელდება არსებული ტყეების რეაბილიტაცია-რეპროდუქცია, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების გაწმენდა და ქარდამცავი ზოლების შექმნა-რეაბილიტაცია.