Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლაშა პაპაშვილი: წლიურად ქვეყნიდან 1 მილიარდი უნდა გავიდეს, რომ Microsoft-ის მოხმარება "გათეთრდეს"

56dda6aa4a060
BM.GE
07.03.16 20:02
1137
"უხეში ციფრებით, წლიურად ქვეყნიდან 1 მილიარდი უნდა გავიდეს, რომ Microsoft-ის მოხმარება გათეთრდეს", - აღნიშნულის შესახებ, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისივე თქმით, Microsoft-მა საქართველოში თავისი ინტერესების დაცვა დაიწყო და სახელმწიფომ აღნიშნული პროცესის რეგულირება უნდა მოახდინოს.
 
"უხეში ციფრებით 1 მილიარდი უნდა გავიდეს ამ ქვეყნიდან წლიურად, რომ Microsoft-ის მოხმარება "გათეთრდეს". წარმოიდგინეთ ეს ეკონომიკაზე, ლარზე რა ზეგავლენას იქონიებს. მეორე მხარეა რომ ჩვენ შავ სიაში არ გვინდა ვიყოთ. ერმა ვიღაცის ინტელექტუალური საკუთრება არ შეიძლება ვიპაროთ. გადაუდებელი არ არის, მაგრამ უკვე იყო ფაქტები, რომ ჩვენს ქვეყანაში Microsoft-მა თავისი ინტერესების დაცვა დაიწყო. იურისტები დაიქირავა, მნიშვნელოვან მოთამაშეებთანაც კი მივიდნენ. სახელმწიფომ პროცესი უნდა დაარეგულიროს.

ეკონომიკის კუთხით 30 საქართველოს ხელაა Microsoft-ი. მისი ბრუნვა შეიძლება ზუსტად ვერ ვთქვა, მაგრამ წელიწადში დაახლოებით 400-500 მილიარდია. ამხელა მსოფლიო მოთამაშეა და მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ, რომ მომავალში ინვესტორმა დაინახოს რომ ეს ქვეყანა "თეთრია", ანუ სამართლიანად მუშაობს", - განაცხადა პაპაშვილმა.