20.Nov.2015 13:30
Economy

ლაშა თორდია პრემიებზე: გინდათ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ, ჩვენი მონაცემები სანდოა

ლაშა თორდია პრემიებზე: გინდათ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ, ჩვენი მონაცემები სანდოა
ინტერვიუ გენერალურ აუდიტორთან, ლაშა თორდიასთან.

- ბატონო ლაშა, რატომ ხდება ერთსა და იმავე ციფრებთან მიმართებაში სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება?

- კულტურის სამინისროსთან დაკავშირებით არის შემდეგი სიტუაცია, - ის ციფრები, რომელიც ჩვენს მიერ იყო მოყვანილი, ანუ 1509 % არის რეალობა. თუმცაღა, 2015 წელს საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანხების აკუმილირება მოხდა ცენტრალურ ბიუჯეტში, რამაც მკვეთრი ზრდა გამოიწვია და 1509% შეადგინა. პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მანამდეც სუბსიდიის მუხლით იღებდა ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ამ თანხას, ამიტომ ამას უკავშირდება კულტურის სამინისტროს შემთხვევა. რამაც გამოიწვია პრეტენზიები. მაგრამ რომ გამოვაკლოთ ის თანხაც და ის პროცენტიც, რასაც 2014 წელს ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირები იღებდნენ, მაინც ვიღებთ 620%-ს. აქ არის გლობალური პრობლემა, რომელიც პრემიებისა და დანამატების სისტემას უკავშირდება. თანხის ეს ნაწილი ისევ ასახულია დანამატების ჩაშლაში, რომელიც ჩანს სახაზინო ამონაწერში. ცალკეულ უწყებებში ის მონაცემები, რომლებიც არის მოცემული ზუსტი და სანდოა, ვინაიდან ეს ფინანსთა სამინისტროდან არის მოპოვებული. ინტერპრეტაციები თითქოს 6 თვეს ვადარებთ 12 თვეს არ არის სწორი. განვმარტავ - 2014 წლის ცხრა თვის მონაცემი შედარაებულია 2015 წლის ცხრა თვის მონაცემს.

- გქონდათ თუ არა გუშინ საღამოს შეხვედრა კულტურის მინისტრის მოადგილესთან ბატონ ბაქრაძესთან და ეს შეხვედრა როგორ დამთავრდა?

- გვქონდა შეხვედრა და თითქოს შეცდომების აღიარებაზე იყო საუბარი, თითქოს კუთხეში მიგვაყენეს და საბავშვო ბაღი ხომ არ არის, თვითონ ითხოვა შეხვედრა. ის ციფრები სწორია, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში განცდა გამოიწვიაო, რომ თითქოს ამდენით 1509%-ით გაიზარდა... გამოვაკელით და ზრდა მაინც დიდია 600%-იანი.

- თქვენთან შეხვედრისას კულტურის მინისტრის მოადგილემ ეს დაადასტურა?

- ამაზე ვისაუბრეთ ზუსტად. ამ ფორმატში საუბარი - თითქოს ვაღიარებთ, შეცდომა იყო ასეთი საუბარი არ ყოფილა..

- თქვენი რეკომენდაციები ყველა სამინისტროს მიმართებაში, პრემიების დანამატებით ჩანაცვლებას გულისხმობს, რეკომენდაციები ოფიციალურად გადაეგზავნა მთავრობას, თუ გადაეგზავნება და როდის?

- მოხსენებას ვაქვეყნებთ ჩვენს ვებ-გვერდზე და ვუგზავნით პარლამენტსაც, ანუ ჩვენი რეკომენდაციები პარლამენტში ყოველთვის იგზავნება. მაშინ, როდესაც განიხილება ვთქვათ 2016 წლის ბიუჯეტი, შესაბამისად პარლამენტი ეყრდნობა იმ მონაცემებს, რომლებსაც აუდიტის სამსახური მას უგზავნის. ამიტომ მთავრობას თვითონაც შეუძლია აღნიშნულ რეკომენდაციაზე რეაგირების მოხდენა და თუ მთავრობა არ მოახდენს, უკვე ამ შემთხვევაში ერთვება პარლამენტი. საკანონმდებლო რეგულირება შეიძლება ჩანაცვლდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისი ცვლილებებით.

- შესაძლოა ამ დღეებში მოსმენაც გქონდეთ?

- თუ იქნება მოწვევა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.

- მინისტრი გიორგაძე ბრძანებს იმ შემთხვევაში თუ კომუნიკაციამ თქვენს უწყებებს შორის შედეგი ვერ გამოიღო, შესაძლოა ამ ურთიერთობამ სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს. ჩანს, თუ არა პერსპექტივაში ის, რომ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უჩივლოს აუდიტის სახელმწფო სამსახურს?

- არანაირი პრობლემა არ არის, გინდათ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ, გინდათ ნებისმიერ სხვას. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და კდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მონაცემები სანდოა, მართებულია და დაყრდნობილი არის იმ პარამეტრებზე, რა პარამეტრებიც არის წარდგენილი ბიუჯეტის და ხაზინის მონაცემების შედეგად. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაცემები გამოითხოვოს საჯარო უწყებიდანაც, ფინანსთა სამინისტროდანაც, ხაზინიდანაც და შედარება გააკეთონ. ეს არ არის ახლანდელი პრობლემა. ამ პრობლემაზე წლებია საუბრობს არასამთავრობო სექტორიც. ახლის აღმოჩენა ამაზე არ გაკეთებულა. ამაზე 2014 წელსაც ვსაუბრობდით და თქვენ შეგიძლიათ პარლამენტში ჩვენი მოხსენება ამოიღოთ.




20.Apr.2019 14:28
99

New Economy Minister of Georgia Speaks about her Vision

More
20.Apr.2019 14:23
68

Mamuka Bakhtadze: If any Minister Can’t Keep Up with the Pace, Decisions will be Made

More
18.Apr.2019 22:43
115

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
107

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
74

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
142

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More