Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლექსო ალექსიშვილი: სავალუტო კურსზე წნეხი აღარ უნდა გაგრძელდეს

56b340aa5d025
BM.GE
04.02.16 16:12
1142
"განსაკუთრებული წნეხი სავალუტო კურსზე აღარ უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კურსის მოკლევადიან ცვლილებებზე ეროვნულმა ბანკმა რეაგირება უნდა მოახდინოს. ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩარევებით საზოგადოებაში სტაბილურობის განცდა გაჩნდება.

"განსაკუთრებული წნეხი სავალუტო კურსზე აღარ უნდა გაგრძელდეს. ლარის გაუფასურება გარკვეულწილად დაკავშირებულია იმასთან, რაც გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანში მოხდა. ყველაზე მთავარი საკითხი, რაც ამ წუთისთვის დღის წესრიგში დგას არის ის, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, გაუფასურებამ ეს კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიან ცვლილებაზე ზემოქმედება ჩარევებით მოხდეს. ეს ცარევები მოცულობითი არ უნდა იყოს, რადგან ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, როდესაც ის სეზონურია ან მოკლევადიანი მოთხოვნის დამადასტურებელია. კურსის უმნიშვნელო ცვლილებაზე, რომელიც შეინიშნება ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა იმოქმედოს, რომ არსებულ ვითარებას სტაბილურობა მეტნაკლებად შევუნარჩუნოთ და ადამიანებს განცდა შევუქმნათ იმისა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

გასულ წელს მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება მეტნაკლებად მოხერხდა. ეკონომიკური ზრდა ჩვენს რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებთან შედარებით შენარჩუნებული იქნა 2,8 პროცენტზე. ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს", - განაცხადა ალექსიშვილმა.