Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრემიერი პარლამენტში - ღარიბაშვილი კანონმდებლებს მთავრობის ანგარიშს წარუდგენს

BM.GE
30.06.23 14:22
104
პრემიერის გამოსვლა პარლამენტში დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ანგარიში წარადგინა, ამ წუთებში კი პარლამენტის წევრები კითხვების დასმის რეჟიმში არიან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კითხვის დასმა 50 დეპუტატს სურს, რეგლამენტის გათვალისწინებით კი თითოეულ მათგანს 2 წუთი აქვს, მოსაზრების გამოსათქმელად და კითხვის ჩამოსაყალიბებლად. ამ პროცესს ზუსტად 100 წუთი უნდა დასჭირდეს, თუმცა ეს დრო სავარაუდოდ გაიზრდება. რა განცხადებები გააკეთა პრემიერმა?