ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროს" შენობაში მივიდა. ამ წუთებში ტელეკომპანიაში გაძლიერებულია დაცვა, ლევან გაჩეჩილაძე არხის საკონფერენციო ოთახში "მაესტროს“ ყოფილ დირექტორთან, ბაია გადაბაძესთან ერთად იმყოფება.
ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში საკუთარ ადვოკატთან ერთად მივიდა, ის არხის თანამშრომლებთან შეხვედრას აპირებს.