Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ორგანიზაციები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომსახურების ხარისხის კონტროლს ითხოვენ

BM.GE
16.06.23 23:56
267
ორგანიზაციების ნაწილი ბაზარზე არაკვალიფიციური შრომის უსაფრთხოების კომპანიების და სპეციალისტების მკაცრ რეგულირებას ითხოვს. როგორც ცნობილია, „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი“ 2019 წლის სექტემბრიდან ავალდებულებს ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს. ბაზარზე არსებობენ შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციები, მომსახურე კომპანიები, ასევე არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც როგორც ფრილანსერები ისე ემსახურებიან კომპანიებს. შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ რეალურად ბაზარზე გაჩნდნენ კომპანიები და პირები, რომელთა მომსახურების ხარისხი კითხვებს აჩენს. ამ სფეროს სჭირდება რეგულირება და კომპანიებს იმედი აქვთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის დაანონსებული ინიციატივა - შექმნას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეესტრი, ამ მხრივ კონტროლის მექანიზმად იქნება გამოყენებული.