Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ სრულდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება?

BM.GE
28.06.23 13:27
51
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესრულების შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის ანგარიში მოისმინა. 


ინფორმაცია შეეხებოდა ელექტრო ნარჩენების, საბურავების, ბატარეებისა და ზეთების ნარჩენების მართვას საწარმოების მიერ. „გაფართოებული ვალდებულებები ერთი წელია რაც ძალაში შევიდა და ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი, რომ პრინციპის - დამბინძურებელი იხდის, დანერგვა რთული იქნებოდა, მაგრამ დიდი შრომის შედეგად შევძელით ამ ინსტიტუციის შექმნა, დანერგვა და ამუშავება, რამაც საგრძნობი შედეგი უკვე გამოიღო“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორ მუშაობს პრაქტიკაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება? 

სტუმარი: გიორგი გულიაშვილი - საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის თავმჯდომარე;