Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება, უარყოფითად აისახება ევროინტეგრაციაზე - IDFI

BM.GE
09.06.23 12:47
74
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კანონის დარღვევები სისტემურად გრძელდება - IDFI-ს მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უწყვეტი მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2023 წელს კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოს სამინისტროების და მათი დაქვემდებარებული უწყებების თვითნებობა, რაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვებაში და საქართველოს კანონმდებლობის მიზანმიმართულ დარღვევაში გამოიხატება. არასამთავრობო ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ 2022 წლიდან სამინისტროების და მათი დაქვემდებარებული უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სრული იგნორირების დამკვიდრებული პრაქტიკა დაკავშირებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან შეიზღუდოს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება.

სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი;