Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სად ღირს მიწა ყველაზე ძვირი და იაფი? - თიბისი კაპიტალის განახლებული გზამკვლევის დეტალები

BM.GE
22.05.23 11:12
74
TBC კაპიტალმა სამშენებლო სექტორის განახლებული გზამკვლევი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიწებზე საშუალო შეწონილი ფასის დინამიკა ქალაქების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ყველაზე მაღალი ფასებით თბილისი გამოირჩევა, სადაც, 2022 წელს, საშუალო გასაყიდი ფასი $162-ს გაუტოლდა. მას მოჰყვება ბათუმი 126$-ით და მესამე ადგილზე 59 დოლარით გუდაურია. ყველაზე დაბალი ფასები გორში, თელავსა და ზუგდიდში შეინიშნება. 2022 წელს ამ ქალაქებში საშუალო ფასი 10 დოლარზე ნაკლები იყო. როგორია ზრდის ტენდენცია მიწის ნაკვეთებზე და რომელი ქალაქები ლიდერობენ ამ მხრივ?

სტუმარი: ირინე კვახაძე - “თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსი;