12.Jan.2016 10:04
Economy

მაისურაძე: ვიცი არაპოპულარულია, მაგრამ ეკონომიკაში მეტ ფულს ჩავდებდი, ვიდრე სოციალურ პაკეტებში

მაისურაძე: ვიცი არაპოპულარულია, მაგრამ ეკონომიკაში მეტ ფულს ჩავდებდი, ვიდრე სოციალურ პაკეტებში
"ვფიქრობ, რომ 2015 წელს დამატებით კიდევ ბევრი რესურსები არსებობდა, რომლებიც სახელმწიფოს შეეძლო გამოეყენებინა", - აღნიშნულის შესახებ პარლამენტარმა, თემურ მაიუსურაძემ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა. დეპუტატი თვლის, რომ ეკონომიკაში მეტი ფულის ჩადება უნდა მოხდეს, ვიდრე ეს სოციალურ პაკეტებში ხდება.
 
"ზოგადად არა მხოლოდ ვარდნას აქვს გვერდითი მოვლენები, არამედ სწრაფი ტემპებით ზრდასაც. გვერდითი მოვლენები ყველაფერს გააჩნია. გააჩნია ეს გვერდითი მოვლენები ვისთვის არის სასარგებლო და ვისთვის არა. იმედი მაქვს, რომ 2016 წელს პროგნოზი იქნება გამართლებული და ვფიქრობ, რომ ნამდვილად გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად შევძლებთ ჩვენ ამ რეგიონული შესაძლებლობების გამოყენებას. გაცილებით სწრაფი, მინიმუმ ორჯერ და სამჯერ მეტი სისწრაფის ზრდა გვჭირდება. იმიტომ, რომ ჩვენ გვესაჭიროება, რომ სწრაფად გავიაროთ საფეხურები, რომელსაც მე გამოტოვებულ გაკვეთილებს ვუწოდებ ხოლმე. ვფიქრობ, რომ 2015 წელს დამატებით კიდევ ბევრი რესურსები არსებობდა, რომლებიც სახელმწიფოს შეეძლო გამოეყენებინა. სახელმწიფო პროგრამები უფრო მეტად ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. პოპულარული თემა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთდეს. თუ სახელმწიფოს უნდა, რომ სოციალური მიმართულებებით სერიოზული ზრდა გვქონდეს, სწორედაც რომ ეკონომიკას უნდა მივხედოთ. ამიტომ ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო, ყურადღებას უფრო მეტად ეკონომიკაზე გავამახვილებდი. ეკონომიკაში უფრო მეტ ფულს ჩავდებდი, ვიდრე სოციალური პაკეტების ზრდაში. ვიცი, ეს არაპოპულარულია, მაგრამ ჩვენ რომ ხვალ გვყავდეს სოციალურად დაცული მოსახლეობა, უკეთესია, რომ დღეს მეტი ფული ეკონომიკაში ჩავდოთ", - აღნიშნა თემურ მაისურაძემ.



19.Jun.2019 09:49
104

Winery "Shilda" wins EU Sustainable Energy Award

More
12.Jun.2019 21:55
127

Government will extend the deadline for Anaklia Consortium

More
12.Jun.2019 21:51
127

Khazaradze on Anaklia Port: I am Sure We Will Reach the Consensus

More
12.Jun.2019 10:33
145

World Bank Group Debars China Railway Construction Corporation

More
11.Jun.2019 13:52
89

FDI Dropped by 6% in First Quarter of 2019

More
09.Jun.2019 18:33
628

Batumi named as Europe’s leading emerging tourism destination

More