Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაკა ასათიანი: შეცდომებს ყველა უშვებს, მთავარია ეს შეცდომები დავინახოთ და ვაღიაროთ

56b818004ee19
BM.GE
08.02.16 08:20
1408
მაესტროს 25% წილის მფლობელი, მაკა ასათიანი თბილისშია. ასათიანი დღეს შეხვედრას გეგმავს ტელეკომპანიის თანამშრომლებთან.
 
"შეცდომებს უშვებს ყველა,-  ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ.

გაჩეჩილაძესთან ვაპირებ შეხვედრას, ის ჩემი ოჯახის წევრია", - განუცხადა ასათიანმა თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს.

მაკა ასათიანი კონკრეტული პასუხებისგან ჯერ-ჯერობით  თავს იკავებს და ამბობს, რომ პირველ რიგში ის იურისტებს და ტელეკომპანიის თანამშრომლებს უნდა შეხვდეს.