Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მაკა ასათიანის ადვოკატი, კონკურენციის სააგენტოს "მაესტროს" საქმის შესწავლას სთხოვს

56c194a88c19e
BM.GE
15.02.16 13:01
1411
მაკა ასათიანის ადვოკატი, კონკურენციის სააგენტოს "მაესტროს" საქმის შესწავლას სთხოვს. შესაბამის განცხადებას სააგენტოში გიორგი გვენეტაძე დღეს წარადგენს. როგორც ადვოკატი განმრტავს, ტელეკომპანია "იმედის" მენეჯერმა, კონკურენტ ტელევიზიაში წილის 30 პროცენტი შეიძინა, რასაც კონკურენციის სააგენტომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს.
 
"ჩვენთვის, რეალურად მხარე გახდა ბატონი ირაკლი რუხაძე. ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, დღეს შევიტანთ კონკურენციის სააგენტოში განცხადებას. ვიმედოვნებით, რომ სააგენტო ჩვენი საჯარო განცხადების საფუძველზე მოახდენდა რეაგირებას, თუმცა როგორც გავარკვიეთ, რეაგირება ჯერ არ მომხდარა. ასე რომ ჩვენ წარვუდგენთ დოკუმენტაციას და ვთხოვთ რომ დაიწყოს შესწავლა.

ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულმა პირმა და მისმა ფაქტობრივმა მენეჯერმა, შეიძინა 30 პროცენტი კონკურენტ ტელევიზიაში და ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი შეფასება სააგენტოს მიერ“, - განაცხადა ადვოკატმა.