Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მამუკა ღლონტი: არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება "მაესტრო"

56b9c4251e3e1
BM.GE
09.02.16 14:45
1235
ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი განცხადებას ავრცელებს. როგორც მამუკა ღლონტი აღნიშნავს, ის არ აპირებს, მის მფლობელობაში არსებული, 6,25 პროცენტიანი წილის გაყიდოს. განცხადების თანახმად, ის არც "მაესტროს" სახელწოდების დათმობას აპირებს.

"ოფიციალურად ვაცხადებ:

1. "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებში მე არ წარმოვადგენ არცერთ დაპირისპირებულ მხარეს.

2. არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25 % წილი.

3. მაესტროს სარედაქციო დამოუკიდებლობა რომლითაც ასე ამაყობენ "მაესტროს" ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად.

მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება “მაესტრო“. და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე.

p.s. "მაესტრო" ან თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება ან არ იქნება საერთოდ", - წერს მამუკა ღლონტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.