Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი IT-ია - I კვარტალში შემოსავალი $231 მლნ-ია

BM.GE
12.07.23 16:32
53
ის, რომ საქართველოს IT სექტორს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებიც მოწმობს. ეროვნული ბანკის მსგავსად საქსტატიც ამბობს, რომ ყველაზე მაღალი მატება სწორედ ინფორმაციის, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სფეროშია, რომელიც თავის თავში IT ინდუსტრიასაც აერთიანებს. სექტორის დონეზე მატება პირველ კვარტალში 44%-ია. გაიზარდა სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. თუკი 2021 წელს IT, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სექტორში 30 ათასი ადამიანი მუშაობდა, უკვე 2022 წლის მეოთხე კვარტალში სამუშაო ძალის ზომა 41 ათასს აჭარბებდა. რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში IT სექტორის შემოსავლების ბუმს და რა პოტენციალი აქვს აუთსორსინგ მომსახურების მიმართულებას საქართველოში? 

სტუმარი: თორნიკე სულაბერიძე - Lineate-ის განვითარების მენეჯერი;