Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ შემცირდა აჭარის კაფე-ბარებში ტურისტების რაოდენობა?

BM.GE
17.07.23 09:55
47
ზღვისპირეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. აჭარის რეგიონში განთავსებული კაფე-ბარებისთვის და რესტორნებისთვის სეზონი მოსალოდნელზე ნაკლებად დატვირთულად მიმდინარეობს. ერთი მიზეზი უამინდობა, ხოლო მეორე კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გახდა. აჭარაში განთავსებულ ზოგიერთ ობიექტს გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ფასების კორექტირებაც მოუხდა, რისი მიზეზიც გაძვირებული ნედლეული გახდა. კითხვაზე რამდენად დატვირთული იქნება წელს აჭარის რეგიონი, პასუხის გაცემა ბიზნესს უჭირს. მაღალი სეზონის შეფასების გაკეთებას ისინი სექტემბერში შეძლებენ.