Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: თიბისი ჯგუფი დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს

599c69addc366
BM.GE
22.08.17 21:25
1239
თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი თიბისი ჯგუფისა და კომპანია ბორჯომის მიერ აღდგება. ეს განცხადება ბიზნესმენმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. კომპანია ბორჯომი ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა.

„თიბისი ჯგუფის და კომპანია ბორჯომის საერთო გადაწყვეტილებით, ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და სრულად აღვადგენთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორიას, გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ინიციატივას ბიზნესმენი თემურ ჭყონია და კომპანია "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაც" შეუერთდა.