Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარეგულირებელმა SOCAR Georgia Gas-ის ლიცენზიის არეალის გაფართოვების მიზნით, საჯარო წარმოება დაიწყო

56e7b74e4ad15
BM.GE
15.03.16 11:17
1180
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
 
კომისიაში გაგზავნილი 2016 წლის 10 მარტის წერილით, განაწილების ლიცენზიატმა მოითხოვა მის სახელზე გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირება. კერძოდ, შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მოთხოვნაა მოხდეს მისი სალიცენზიო არეალის გაფართოება, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბოდბესა და მაღაროში, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.