Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარგარეტ ტეტჩერი, ბოლო 200 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა

56605a98a998f
BM.GE
03.12.15 19:05
1914
მარგარეტ ტეტჩერი ბოლო 200 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა. რეიტინგს ბრიტანული გამოცემა "ექსპრესი" ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ტეტჩერის მოღვაწეობა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ხელისფლებიდან დატოვებიდან 25 წლის შემდეგაც, მისი გავლენა არ შესუსტებულა. ბრიტანეთის პირველი და ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი 2013 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავლენიანი ქალბატონების ათეულში ასევე მოხვდნენ ნობელის პრემიის ლაურეატი მარი კიური, დედოფალი ელისაბედ მეორე, პრინცესა დაიანა. ემილი პენჰერსთი. დედა ტერეზა, ცნობილი ბრიტანელი საზოგადო მოღვაწე ფლორენს ნაითინგგეილი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია და როზა პარქსი. გავლენიანი ქალბატონების ათეულს ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ასრულებს.