Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მარტში ფულადი გზავნილები 1,3 პროცენტით შემცირდა

5710ceac66996
BM.GE
15.04.16 15:19
1129
მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 90.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 216.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით (1.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი მოდიოდა.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი ფულად გზავნილებში, რუსეთს აქვს. გასულ თვეს, რუსეთიდან საქართველოში 30 მილიონი დოლარი შემოვიდა. ასევე, 10 მილიონის გადმორიცხვა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 11 პროცენტია.

9,9 მილიონის გადმორიცხვა მოხდა საბერძნეთიდან, ასევე 9,8 მილიონის ფულადი გზავნილი შემოვიდა იტალიიდან, ხოლო 7,4 მილიონის თურქეთიდან.

მარტში, საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (39.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (33.0 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.