Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

56ebe1248d04b
BM.GE
18.03.16 15:04
1213
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სალხინო - ლეცავე - ბალდას დამაკავშირებელ 6,5 კილომეტრიან გზას, რომელიც 35 წელია არ შეკეთებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო.
 
"აღნიშნული გზა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. შესაბამისად მისი რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გამარტივდება საავტომობილო მიმოსვლა სამი სოფლის სალხინოს, ლეცავესა და ბალდას მოსახლეობისთვის. გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება, და მისი ღირებულება 1 მილიონ 700 ათასი ლარია.

სამშენებლო სამუშაოებზე 70 ადამიანი დასაქმდება და 2016 წლის სექტემბერში დასრულდება", - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისროში.