Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

McDonald's-ი შეერთებულ შტატებში ცნობილ შეფუთვას ცვლის

5694b1648fae9
BM.GE
12.01.16 11:50
1235
The Telegraph-ის ცნობით, 2016 წლის იანვრიდან McDonald's-ი შეერთებულ შტატებში საკვების ცნობილ შეფუთვას შეცვლის. ბოლო 60 წლის განმავლობაში McDonald's -ი პირველად შეცვლის  წითელ, ყვითელ და თეთრ ფერებს შეფუთვაზე. მათ ნაცვლად უფრო მკვეთრი ფერები იქნება გამოყენებული - წითელი, ფორთოხლისფერი, მწვანე, იასამნისფერი და ფირუზისფერი. განახლებული დიზაინით ბრენდი მომხმარებელს ჭიქებს, ბურგერების ყუთებს და კარტოფილი "ფრის" შეფუთვას შესთავაზებს. ახალი შეფუთვის მსოფლიო ბაზარზე დანერგვას  ერთი წელი დაჭირდება. კომპანიის ინვესტორები McDonald's-ის ხელმძღვანელობისაგან რეფორმების გაგრძელებას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ დადებითი შედეგები პირველივე წელს იქნება.

McDonald’s მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სწრაფი კვების ობიექტების ქსელია, რომელიც 1940 წელს შეერთებულ შტატებში დაარსდა ძმების დიკ და მაკომ მაკდონალდების მიერ. კომპანიის საბაზრო ღირებულება 104,94 მილიარდი დოლარია.