Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“პროკრედიტ ბანკმა” ქალების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში მორიგი ღონისძიება გამართა

BM.GE
19.05.23 13:44
49
“პროკრედიტ ბანკის” სათაო ოფისში ქალების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართა. ქალების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ, ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, დაიწყო ახალგაზრდული პროექტი “გოგოები ცვლილებებისთვის“. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან პროკრედიტ ბანკი და საერთაშორისო საკომუნიკაციო და სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi. პროექტის ფარგლებში 60 საუკეთესო აპლიკაციის მქონე სტუდენტი გოგო შეირჩა. რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის, PR სტრატეგიების და სხვა ბიზნეს მიმართულებით კუთხით.