Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მერაბ კაკულია: საქართველოს ეკონომიკას სერიოზული სტრუქტურული რეფორმები სჭირდება

56a0e63b4f2fb
BM.GE
21.01.16 18:02
1156
"საქართველოს ეკონომიკას სერიოზული სტრუქტურული რეფორმები სჭირდება", - აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ კაკულიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. კაკულიას თქმით, დღეს ლარის კურსზე გავლენას გარე ფაქტორები ახდენს, - მაგალითად მას აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისიც მოჰყავს. როგორც კაკულია განმარტავს, დღეს ქვეყნის შიდა ფაქტორებიდან ლარის გაცვლით კურსზე გავლენა მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა სტრუქტურულ რეფორმებს საჭიროებს.
 
"შიდა ფაქტორების გავლენა ამჯერად ლარის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვანი არ არის. ეს ყველაფერი ძირითადად გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით ხდება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ შესაძლოა შიდა პროცესებმა, ეკონომიკურმა ვითარებამ გარკვეული როლი შეასრულოს, თუ არ იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული სტრუქტურული რეფორმები სჭირდება, პირველ რიგში, ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით, იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ამ მიმართულებით, ხელისუფლება თითქოს რაღაც ნაბიჯებს დგამს, ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები გააქტიურდება, რადგან პრემიერის ბოლო დროინდელი გამოსვლები ამას ადასტურებს. კერძოდ, საუბარია ბიზნეს კლიმატის მნიშვნელოვან გაუჯობესებაზე, მისი ფისკალური კომპონენტი მაქვს მხედველობაში. საუბარია საქართველოს განვითარების კორპორაციის შექმნაზე, რომელმაც ფინანსებთან წვდომის საკითხი მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს. ასევე საუბარია მთელ რიგ საინვესტიციო პროექტებზე, რომლეთაც საქართველოს კონკურენტული პოტენციალი შეიძლება გააძლიერონ. ასე, რომ ეს ყველაფერი მთლიანიობაში თუ გაკეთდა, შიდა ფაქტორების გავლენა ლარის და ზოგადად საქართველოს განვითარებულ პროცესებზე მხოლოდ დადებითი შეიძლება იყოს. მე საპარტნიორო ფონდის კონსულტანტი ვარ და აქედან გამომდინარე, მონაწილეობას ვღებულობ იმ პროცესებში, რომელიც იქ მიმდინარეობს. კერძოდ, საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. კანონპროექტზე საქართველოს განვითარების კორპორაციის შესახებ მუშაობა სრულდება და მალე პარლამენტს წარედგინება", - ამბობს კაკულია.