Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მერიამ კომპანიებს ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგება დაავალა

56cc00b784242
BM.GE
23.02.16 10:47
973
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა "თელასის", "ყაზტრანსგაზის", "აუთდორ.ჯის", "ალმა+"-ის, "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" წარმომადგენლებთან გამართა. დავით ნარმანიამ შეხვედრაზე კომპანიებს მათი საინჟინრო ნაგებობის, განათების ბოძების, საკომუნიკაციო ქსელებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგებისკენ მოუწოდა.
 
თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების წევრებს განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ გეგმა-გრაფიკის წარმოსადგენად 1 კვირიანი ვადა მიეცათ, რის შემდეგაც დაგეგმილი სამუშოების შესრულების მონიტორინგს თბილისის მერია განახორციელებს.

"ძირითადი სამუშოები მათი მხრიდან შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იქნება წარმოებული, ხოლო სამუშოების შესრულებასა და ქალაქის იერსახეზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით სათანადო მითითებები და დავალება ჩემი მხრიდან ზედამხედველობის სამსახურს მიეცა, რათა აქტიურად ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ხარისხიანად და დროულად შესრულდეს ის სამუშაოები, რაც ქალაქში სხვადასხვა ნაგებობების ვიზუალურ მოწესრიგებას გულისხმობს",- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.