Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხულუტის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

BM.GE
06.10.22 09:12
140
5 ოქტომბერს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტებმა არქიტექტორ- რესტავრატორებთან ერთად, საზოგადოებას ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები გააცნეს. ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მაისში დაიწყო და ამ დროისთვის გაიწმინდა და გადაეწყო ციხის მარნის ზედა ნიშნულები. მნიშვნელოვანია, რომ მარნის საკონსერვაციო სამუშაოები ავთენტური ქვით შესრულდა. ასევე, აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო ფენა. გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები. მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასრულდა ციხე- დარბაზის ცალკეული კოშკების, გალავნის, მარნის და ციხის საიდუმლო გვირაბის სრული აღდგენა, ხოლო მომავალ წელს, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები განახლდება ხულუტის მთავარ, რვასართულიან კოშკზე. ხულუტის ციხის რეაბილიტაცია არემჯის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 776 000 ლარს შეადგენს.