Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Microsoft ქართულ სტარტაპებს საკუთარ სერვისებს უფასოდ შესთავაზებს

5722189cd6b2e
BM.GE
28.04.16 18:00
1200
ტექნოპარკში საქართველოსა და Microsoft-ს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების ხელშეწყობასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ქართველი მეწარმეებისათვის. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის, როგორც პარტნიორის აქტიურ მონაწილეობას დამწყები ბისზნესმენების საქმიანობაში. სააგენტოსთან ერთად ის დაეხმარება ტექნოპარკის სტარტაპებს განვითარებაში და ხელს შეუწყობს მათ გახდნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზარზე.
 
"საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მეწარმეობის ხელშემწყობ სპეციალურ პროგრამას. კომპანია Microsoft არსებულ პროგრამაში დიდ წვლილს შეიტანს.დამწყებ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობები განავითაროთ თავიანთი უნარები, განვითარნდნენ პროფესიულად და ჩამოყალიბდნენ ბიზნესმენებად. მემორანდუმი, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ Microsoft-თან არის ჩვენი ურთიერთობის პირველი ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდებს მივცემთ საჭირო ცოდნას და განუვითარებთ უნარებს, რომელიც მათ დაეხმარებათ გააფართოონ IT ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

ინვესტორების მოზიდვისთვის საკონსულტაციო სესიების ჩატარება და სააგენტოს შიდა საქმიანობის მხარდაჭერა პარტნიორობის ფარგლებში.

დამატებითი ტრენინგების ჩატარება ქართველი და უცხოელი ტრენერების მიერ.

სტარტაპებისთვის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა BizSpark-ის პროგრამის ფარგლებში თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა და უფასო წვდომა Cloud-ზე.

მომწყობილობების თავისუფალი გამოყენება სამუშაოსთვის.

Azur Press-ის Claud რესურსები 1 თვიანი მხარდაჭერა ჰაკათონებისა და მსგავსი ღონისძიებების მონეწილეთათვის.

ტექნოპარკის წევრებისთვის მხარდაჭერა Microsoft Virtual Academy-სა და MPSs მონინაციებისთვის.

BizSpark საქართველოში უკვე 7 წელია მუშაობს. ის აერთიანებს 50 000 კომპანიას მსოფლიოს 100 ქვეყანაში, რომელთა შორის 33 ქართული კომპანიაა.