Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში - როგორ რეაგირებს მთავრობა დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე?

BM.GE
07.06.23 11:11
56
გუშინ, კოალიციამ „ინფორმაციის სანდოობისთვის“ რუსული დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა. პანელური დისკუსიებზე იმსჯელეს კრემლის მიერ გავლენის მექანიზმებზე, როგორიცაა ფულის, კორუფციის და რუსული კაპიტალის გამოყენება. “რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში” - კვლევის ფარგლებში IDFI-მ საქართველოში არსებული 11 წამყვანი სექტორი შეისწავლა. ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, მსხვილი რუსული კომპანიები და კაპიტალი საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი და საერთაშორისო სანქციებმა პირველ რიგში სწორედ მსხვილ კომპანიებზე იმოქმედეს და კიდევ უფრო შეამცირეს მათი წარმომადგენლობა, რაც, მაგალითად, საბანკო და საკომუნიკაციო სექტორების შემთხვევებში გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, რუსული კავშირები წარმოდგენილია ენერგეტიკის, სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორებში.


რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაკადი შემოვიდა. აღნიშნული პირდაპირ აისახა გადმორიცხვებზე, ქართულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე, უძრავ სექტორში ფასების ზრდაზე, ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე და სხვა სფეროებზე. ორგანიზაციის შეფასებით, ამ გზით შემოსული კაპიტალი ზრდის რუსული გავლენის საფრთხეებს და საჭიროებს დაკვირვებას და შესწავლას. 

რა საფრთხეს ქმნის რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები საქართველოსთვის და როგორ უნდა რეაგირებდეს ამაზე მთავრობა?

სტუმრები: სოფო გელავა - ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების ლაბორატორიის ასოცირებული მკვლევარი;
ლევან თევდორაძე - ISET-ის უფროსი მკვლევარი.