Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მიტჩელ ჰარპერის 7 კითხვა, რომელიც საუკეთესო თანამშრომელს შეგარჩევინებთ

56dc0b3441c20
ვიქტორია საკუროვა
06.03.16 14:40
1269
მიტჩელ ჰარპერმა, 5 წარმატებული კომპანიის შექმნის იდეის ავტორმა (ამ კომპანიებმა პირველ ჯერზე მას 200 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანეს), შეიმუშავა რეკრუტინგის მეთოდი, რომელიც დაეხმარებოდა დამსაქმებელს საუკეთესო თანამშრომლების აყვანაში. ამ პროცესის პირველი ეტაპი შედგება 7 ძირითადი კითხვისგან, ისინი კი, თავის მხრივ, რეკრუტერს უმაღლესი დონის სპეციალისტის გამოვლენაში დაეხმარებიან.
 
ცხადია, რომ "A კლასის მოთამაშეები", საუკეთესო კანდიდატები, სხვაგვარად ავლენენ თავს გასაუბრებაზე, თუმცა, პირველ რიგში, გავერკვეთ რა ტიპის ადამიანი შეიძლება მოვიდეს გასაუბრებაზე, დავყოთ ისინი სამ ჯგუფად:

• A კლასის მოთამაშეები: კანდიდატთა 5%. უპრობლემოდ ეკიდებიან რთულ საქმეს, არიან მიზანდასახულები, ბევრს მუშაობენ, მათ აფასებენ და პატივს სცემენ, როგორც წესი, სწრაფად აღწევენ მიზანს.

• B კლასის მოთამაშეები: კანდიდატთა უმრავლესობა. ასეთი ადამიანები გამოდგებიან ყოველდღიური, რუტინული საქმისთვის, თუმცა კარიერულ წინსვლაზე საუბარიც არ არის.

• C კლასის მოთამაშეები: ასეთი ადამიანები 10%-ს მიეკუთვნებიან. შრომობენ იმდენს, რამდენიც დადგენილია და არასდროს აჭარბებენ, არ ცდილობენ ახალი იდეების შემოტანასა თუ პროექტების შექმნას, მეტწილად, პრობლემებს ქმნიან, გამოირჩევიან უპასუხისმგებლობით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი დამსაქმებელი ბედნიერი იქნება თუ მას პირველი ტიპის თანამშრობელი შეხვდება და ფაქტია, რომ ასეთი ადამიანები დიდხანს იმუშავებენ და რეკრუტერს ნაკლებ პრობლემას შეუქმნიან. საჭიროა დავფიქრდეთ, რა აქვთ მათ საერთო დამახასიათებელი ნიშანი, რამდენად ეფექტურია ასეთი პირებისთვის ტიპური კითხვების დასმა და ა.შ .

ქვემოთ მოცემულია 7 კითხვა, რომელიც გაზრდის თქვენს შანსს საუკეთესო თანამშრომლის აღმოჩენაში:

1. ჰქონდა თუ არა კარიერული წინსვლა წარსულში?

"A კლასის მოთამაშეები" სწრაფად აღწევენ მიზანს, შესაბამისად, კარგი თანამშრომელი მალე იცვლის თანამდებობას შედარებით მაღალზე, ასეთი ტიპის ადამიანებს კი არაერთხელ უწევთ კარიერული კიბის საფეხურებზე ასვლა, ხშირად 2-ჯერ, 3-ჯერ, რაც, ნამდვილად, საოცრებაა. ასე რომ, ფაქტია, ეს კითხვა საჭიროა გასაუბრებაზე დასასმელად.

2. ყოფილა თუ არა მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელი? როგორ შედეგს მიაღწია?

პირველი ტიპის მოთამაშეები, როგორც წესი, საკუთარ თავზე მეტ პასუხისმგებლობას (დანარჩენი ორი ტიპისგან განსვხავებით, არ გაურბიან მას), თუ კი წინა დამსაქმებელმა დააკისრა ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, როგორც რაიმე სახის გრანდიოზული პროექტი, ე.ი ეს ადამიანი სანდო და გონება-გამჭრიახეა, რაც ნადმვილად არ არის ხელიდან გასაშვები.

3. ითხოვს თუ არა იმავე ადგილს, რომელიც წინა სამსახურში ეკავა, თუ რაიმე ახალის გამოცდილება სსურს?

როგორც წესი, "A კლასის მოთამაშეებს“ სურთ ახლის სწავლა, მიღება, გამოცდილება, შესაბამისად, ისე ხშირად არ იცვლიან კომპანიებს, როგორც თანამდებობებს, რადგან ახალი სიტუაციები და ვალდებულებები მათ სიამოვნებას ანიჭებენ.

4. შეუძლია თქვენს კომპანიაზე თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და თქვას რას შეცვლიდა ან დატოვებდა მასში?

პირველი ტიპის ადამიანები გასაუბრებამდე ყოველთვის იკვლევენ ინფორმაციას იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც მოუწევთ რეკრუტერთან შეხვედრა, წინასწარ აკეთებენ მის ანალიზს, აყალიბებენ საკუთარ მოსაზრებას. ასეთ კანდიდატს მსგავსი კითხვის გაგებისას არ დაეტყობა ღელვა და მკაფიოდ, თავდაჯერებულად გაგცემთ პასუხს.

იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ საწინააღმდეგოს, მიხვდებით, რომ მერყევი და ამ კითხვაზე პასუხის არმქონე პირი არ შედის "A კლასის მოთამაშეთა" რიცხვში და თამამად შეგიძლიათ დაასრულოთ გასაუბრება.

5. აქვს თუ არა რწმენა საკუთარ თავში ქედმაღლობის გარეშე?

ეს ცოტა დასაფიქრებელი და ერთი მხრივ, რთული კითხვაა. პირველი ტიპის მოთამაშეებმა იციან, რომ ზედმეტად პროდუქტიული ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან, შესაბამისად მეტს ისაუბრებენ არა იმაზე, როგორი კარგია ის პიროვნულად და ა.შ, არამედ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯგუფში მუშაობას, ერთიანობასა თუ კარგ სტრატეგიას.

6. აპირებს თუ არა მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას? როგორ შეუძლია ამის დამტკიცება?

"A კლასის მოთამაშეები" არ გაურბიან ინფორმაციის მიღებასა და კარიერაში მისი გამოყენების შესაძლებლობებს, პირიქით, ისინი ახალ ცოდნას მოწყურებულნი უფრო არიან, ვიდრე მუდმივად ძველით სარგებლობის მსურველნი.

ჰკითხეთ იმ წიგნის შესახებ, რომელსაც ახლა კითხულობენ, ან რისი შესწავლა სურთ ახლო მომავალში, რა ისწავლეს წინა სამსახურიდან, რა გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ ახალი თანამშრომლების წრეში და სხვა.

7. პირადად თქვენ, დამსაქმებელი, როგორ შეაფასებიდით კანდიდატთა მიერ გასაუბრებაზე დასმულ კითხვებს?

კარგი გასაუბრება, ყოველთვის ნაყოფიერი დიალოგია და არა დროის ფუჭად გაყვანა. დააკვირდით კანდიდატების კითხვებს, რა აინტერესებთ? რა აღელვებთ? პირველი ტიპის მოთამაშეებს აწუხებთ სამომავლო სიტუაცია და მათი ადგილი კომპანიაში, აინტერესებთ როგორ გუნდში უწევთ მუშაობა, ვინ იქნება ხელმძღვანელი, ან რას ფიქრობთ თქვენ საკუთარი კომპანიის მომავალზე, მათ თითოეულ კითხვაში დევს დიდი აზრი, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის?

გახსოვდეთ, ეს 7 კითხვა, მხოლოდ დასაწყისია კარგი კომპანიის დიდებული მომავლის გზაზე, ამას გარდა უამრავი დეტალი გასათვალისწინებელია, თუმცა ცნობილი რეკრუტერების გამოცდილება ამ მეთოდის დადებით შედეგებს გვიჩვენებს, ასე რომ, ყველაფერი თქვენს ხელთაა, არ გაუშვათ შანსი - შექმენით საუკეთესო გუნდი.
IHUB Tbilisi