Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიხეილ კუკავა: მთავრობამ ნამდვილად არ იცის, რამდენია მისი ადმინისტრაციული ხარჯი

56fa5918873d5
BM.GE
29.03.16 14:27
1249
"ბიუჯეტის ხარჯები ნამდვილად უნდა შემცირდეს და ამისთვის ნამდვილად არის რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტში", - ამის შესახებ, მიხეილ კუკავამ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები, არა პირდაპირ, მაგრამ ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას იქონიებს.
 
"მხოლოდ შრომის ანაზღაურება 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 345 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

დღეს საქართველოს მთავრობამ ნამდვილად არ იცის რამდენია მისი ადმინისტრაციული ხარჯი. ჩვენ ვეცადეთ რამდენიმე სამინისტროსთვის გაგვეცალკევებინა პროგრამული და ადმინისტრაციული ხარჯი. თვეების მანძილზე გვქონდა მათთან მიმოწერა", - აცხადებს კუკავა.

ამასთან, მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადის რეფორმის მომავალ წლამდე გადავადება, მთავრობის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. "მთავრობისთვის შუა წელს ამის გაკეთება არაპროგნოზირებადს გახდიდა შემოსავლებს და არ იქნებოდა სახარბიელო", - აცხადებს კუკავა. ასევე, მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ლარის კურსზეც ჰქონდა გავლენა, თუმცა როგორც კუკავა აღნიშნავს, დეფიციტური ხარჯვა საგანგაშო არ ყოფილა. "ამ ფაქტორის წონა არ იყო იმდენად დიდი, რამდენადაც ამის წარმოჩენას ცდილობენ ხოლმე", - განაცხადა მიხეილ კუკავამ.