17.Nov.2015 16:14
Economy

მიხეილ მაჭავარიანი:მთავრობის წევრები არიან მძევლები იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდნენ

მიხეილ მაჭავარიანი:მთავრობის წევრები არიან მძევლები იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდნენ
“ციფრები ყველაზე კარგი დიაოგნოზია. ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი ნათელია, დიაგნოზი დასმულია’’-აღნიშნა გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ “ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა. მანვე განაცხადა, რომ ცდილობს არ უპასუხოს მთავრობას, მაგრამ არ გამოსდის.

“ვცდილობ, რომ არ ვუპასუხო მთავრობას, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი ნათელია. დიაგნოზი დასმულია. არ ვიცი სამი წლის განმავლობაში რას ასწორებვდნენ და ვერ გაასწორეს. ფაქტია, რომ ციფრები ძალიან კარგი დიაგნოზია. ჩვენი ხელსიუფლებაში ყოფნისას 8 მილიარდიდან გასამმაგდა მთლიანი შიდა პროდუქტი, 26 მილიარდი გახდა. ამ ხელისუფლების პირობებში კი ყველაფერი უკუღმა წვაიდა. მათ 8 მილიარდი დააკლეს ეკონომიკას, მხოლოდ თავიანთი უნიათოობით. არ მინდა, რომ ვუპასუხო. თავიანთ შეცდომებსა და არაკომპეტენტურობას “ნაციონალურ მოძრაობას’’ აბრალებენ. ნუთუ არაფერი არ სმენიათ ფოთის პორტში რაც ხდება, რა დონის ბიზნესების და წილების გადანაწილება მიმდინარეობს. ბათუმის პორტში გადაზიდვებზე, ნავთობპროდუქტებში, ინტერნეტ ბაზარზე რა ხდება. არაფერი სმენიათ “პიქსელის’’ შენობაზე თავიდან ბიზნესს რომ ალაგებდნენ. უჩა მამაცაშვილზე, კალაძეზე ენერგეტიკაში და ტარიფების გაზრდაზე არაფერი არ სმენიათ? ეს ადამიანები არიან მძევლები იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდნენ. ისეთი დაპირებები გასცესდა ვერც ერთი ვერ შეასრულეს. მაგალითად, ერთ-ერთი პენსია. ეს ადამიანები გზას კი არ ეძებენ, არამედ ყველაფერს აბრალებენ წარსულს. 3 წელი, 6 წელი, “ნაციონალურ მოძრაობა’’, საინტერესოა, საერთოდ  პროგრამა თუ გააჩნიათ რას აპირებენ. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პროგრამა. ესენი კიდევ ელემენტარულ რაღაცეებს ვერ აკეთებენ’’-აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.
ავტორი: ბიზნესკონტაქტი



20.Apr.2019 14:28
89

New Economy Minister of Georgia Speaks about her Vision

More
20.Apr.2019 14:23
66

Mamuka Bakhtadze: If any Minister Can’t Keep Up with the Pace, Decisions will be Made

More
18.Apr.2019 22:43
109

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
107

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
74

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
140

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More