Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მოგების გადასახადის რეფორმის ძირითადი ნაწილი, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

56f10cccd0077
BM.GE
22.03.16 13:13
1448
მოგების გადასახადის რეფორმის ძირითადი ნაწილი, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორც ბიზნეს ასოციაცებთან შეხვედრისას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, კანონპროექტი მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

"კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები ამოქმედდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე, ეს შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადს და თქვენ იცით, რომ ძირითადი საშუალებების იმპორტზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება და ეს არის გარკვეული გამარტივება ადმინისტრირების რომელიც ამოქმედდება კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე.

მეორე ეტაპი იქნება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით და ჩვენ ვეთანხმებით ბიზნესის წინადადებას და კანონპროექტი ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვარს", - განაცხადა მინისტრმა.