Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მოტოციკლებისა და მოპედების იმპორტი დღგ-სგან თავისუფლდება

566f13003c5ed
BM.GE
14.12.15 23:02
1202
მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის წესი იცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
 
„პროექტის მიზანია შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა აქციზის გადასახადის  განსაზღვრასთან დაკავშირებით იმგვარად, რომ წახალისდეს უფრო ახალი  ავტომობილების იმპორტი, რაც ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების უმთავრესი გზაა“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტით შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა 3-დან 6-წლამდე  ავტომობილები, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის.

გარდა ამისა პროექტი ითვალისწინებს მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და  ძრავიანი ველოსიპედების იმპორტისა და მიწოდების გათავისუფლებას დამატებული  ღირებულების გადასახადისაგან და მათი იმპორტის დაბეგვრას აქციზით.

"აღნიშნული ცვლილების მიზანია შედარებით ეკოლოგიური სატრანსპორტო  საშუალებების ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმის შემოღება. კერძოდ,  მოტოციკლეტების, მოპედებისა და ძრავიანი ველოსიპედების საშუალო საბაჟო  ღირებულებისა და მასზე დასარიცხი დამატებული ღირებულების გადასახადის  ოდენობიდან გამომდინარე შემოთავაზებული განაკვეთების პირობებში საქონლის  გაფორმებისას დასარიცხი იმპორტის გადასახდელები საკმაოდ შემცირებულია.

ამრიგად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საგზაო მოძრაობის  უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის ავტოპარკის განახლების  აუცილებლობით. კანონპროექტით შემოთავაზებული აქციზის გადასახადის  ახალი განაკვეთების დაწესება წაახალისებს და ხელს შეუწყობს ახალი  ავტომობილებისა და მოტოციკლების (მ.შ. მოპედები) საქართველოში იმპორტს.  გაირზდრება მოტოციკლეტების იმპორტის მაჩვენებელი, რაც განპირობებულია  გადასახადის უფრო დაბალი განაკვეთების დაწესებით, ხოლო რაც შეეხება  ავტომობილების იმპორტის საერთო რაოდენობის მაჩვენებელს - შესაძლოა საწყის  ეტაპზე აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვიოს ძველი ავტომობილების იმპორტის  შემცირება და მის ხარჯზე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანის  სტიმულირება.“, ვკითხულობთ კანონპროექტში.