Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. გამოცემა ანალიზისას, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს დაეყრდნო და ცვლადებად ერთ სულ მოსახლეზე მშპ, ინფლაციის დონე და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გამოიყენა.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 113-ე ადგილზეა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რეიტინგში 116-ე ადგილი დაიკავა სომხეთმა, 64-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, მას ორი საფეხურით უსწრებს თურქეთი, ხოლო რუსეთი 51-ე ადგილზეა.
რაც შეეხება მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარ ქვეყანას, პირველ ადგილზე კატარი გავიდა, სამეულში შედიან ლუქსემბურგი და სინგაპური. მეოთხე-მეხუთე პოზიციებზე ბრუნეი-დარუსალამი და ქუვეიტი არიან. ასევე ათეულში შედიან, ნორვეგია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ჰონგ-კონგი. ათეულს ასრულებენ ამერიკის შეერთებული შტატები და შვეიცარია.
რეიტინგის პირველი 25 ქვეყნიდან 12 ევროპულია.