Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა ექსპორტის სტრატეგიაზე მუშაობს

570f3ac383593
BM.GE
14.04.16 10:32
1070
მთავრობა ექსპორტის სტრატეგიას შეიმუშავებს. როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა კოტე მდინარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე სტრატეგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს. მისივე თქმით, ექსპორტის სტრატეგიაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია და ის შემოდგომამდე ვერ დასრულდება.

კოტო მდინარაძის განცხადებითვე, სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის კომპონენტში ჩართვის სურვილი ორმა ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.

"ექსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში, ორი საწარმო მონაწილეობს ღონისძიებებში, - ფარმაცევტული კომპანია "ინოვასი" და არაალკოჰოლლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ხილიანი", რომლებმაც მიიღეს გამოფენებში მონაწილეობა. წელს პირველად, საკვები პროდუქტების საკმაოდ მასშტაბურ გამოფენაზე, Gulfood "ხილიანიც" იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კოტე მდინარაძემ.

ფარმაცევტული საწარმო "ინოვასი" 2015 წლის ბოლოს პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა. ლიმონათი "ხილიანი" კი ქართულ ბაზარზე გასული წლის ზაფხულში გამოჩნდა.