Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს

56f4d3c20fe51
BM.GE
25.03.16 09:51
1304
მთავრობა რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. როგორც პრემიერმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურა გადაეცემათ.
 
"ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას. პროგრამა საშუალებას აძლევს მესაქონლეობის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს არამარტო რძის შემკრები პუნქტი მოაწყონ, არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურა, რომელიც 40-დან 75 ათასამდე ღირებულების აღჭურვილობის გულისხმობს.

პროგრამა ასეთ კოოპერატივებს საშუალებას მისცემს არამარტო ადგილებზე შეაგროვონ რძე და უფრო მსხვილ მწარმოებლებს მიაწოდონ, არამედ თითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის, ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, რაც სოფლად მცირე მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.